ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქმა შოკისმომგვრელი ფოტო გამოაქვეყნა

ოჰაიოს შტატის პატარა ქალაქი ნარკოტიკის ზედმეტი დოზით გათიშული ადამიანების შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს, რომელთაც მანქანაში პატარა ბავშვი უზით.

2016 წლის ერთ ოთხშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ოჰაიოს ქალაქ ისთ ვუდში პოლიციის ოფიცერმა მანქანა გააჩერა და შოკისმომგვრელი სურათი აღმოაჩინა: მანქანის მძღოლი გონზე ძლივს იყო, ქალი კი მის გვერდით გალურჯებული ეგდო. უკან კი მანქანის სავარძელში დაბმული 4 წლის ბიჭი იჯდა .

ოფიცერმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და როდესაც ექიმები მოვიდნენ,  დაადგინეს, რომ მანქანის მგზავრებს ნარკოტიკი ნარკანი ჰქონდათ მიღებული ოპიოიდური ზედოზირების მოსახსნელად.

მას შემდეგ, რაც 47 წლის ჯეიმს ლი ექორდი და 50 წლის რონდა პასეკი გონზე მოიყვანეს, პოლიციამ ისინი დააპატიმრა, ასევე დაუკავშირდა კოლუმბიანას ოლქის ბავშვთა სამსახურს. ექორდს 180 დღით ციხე მიესაჯა, მედიკამენტური გავლენის ქვეშ მართვისთვის და ბავშვისთვის საფრთხის შექმნისთვის. პასეკისთვის ბრალი არ წაუყენებიათ.

ისთ ლივერპულის ინციდენტი უნიკალური ერთ მთავარ ასპექტში აღმოჩნდა: ვიღაცამ მანქანაში, ზედოზირების ქვეშ მყოფი  ადამიანების ფოტო გადაიღო, მოღუშულ სახიან ბავშვთან ერთად, რომელიც უკან იჯდა მანქანაში. ამის შემდეგ ისთ ლივერპულმა გასაკვირი ნაბიჯი გადადგა და ეს ფოტოები თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

“დროა, ხალხმა დაინახოს, თუ რა ხდება ქალაქში ყოველდღიურად. ჩვენ ვთვლით, რომ ხმა უნდა ამოვიღოთ ამ ბავშვების გამო. ბავშვი ვერ ილაპარაკებს თავად, არამედ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მასზე და დავარწმუნოთ ნარკოტიკის სხვა მომხმარებლები, დაფიქრდნენ, სანამ ამ ინექციურ შხამს მიიღებენ“, -დაწერა ქალაქის მუნიციპალიტეტმა ოფიციალურ ვებგვერდზე.

ოჰაიო ჩაბმულია ჰეროინის და ოპიოიდის ეპიდემიაში და კლების ნიშანი არ შეინიშნება. გასულ წელს შტატში რეკორდულად ბევრი, 3.050 ადამიანი გარდაიცვალა ნარკოტიკების ზედოზირების შედეგად. კრიზისი გავლენას ახდენს შტატის ყველა კუთხეზე, მაგრამ ეს განსაკუთრებით მძიმეა პატარა ქალაქებში, როგორიცაა ისთ ლივერპული და სხვა პატარა დაბები, შტატის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილში, მდინარე ოჰაიოს გასწვრივ. ერთ დროს ამერიკის ძლევამოსილი სამრეწველო არტერია, ოჰაიოს მდინარე ამჟამად დასახლებულია თემებით, რომლებმაც დაკარგეს მათი ეკონომიკური სიძლიერე, ფაბრიკების დახურვის და სამუშაო ადგილების კლების გამო.

ისთ ლივერპული კოლუმბიანას ოლქის პატარა ქალაქია, რომელიც ჯანმრთელობის შედეგების მიხედვით 57-ეა ოჰაიოს 88 ოლქს შორის. რეიტინგი შედგენილია ვისკონსინის უნივერსიტეტის და რობერტ ვუდ ჯონსონის ფონდის მიერ. რეიტინგში მრავალი ფაქტორია გათვალისწინებული, მათ შორის ნაადრევი სიკვდილიანობა, სიმსუქნე და მოწევა.

კეთლინ მაკკოი, კოლუმბიანას ოლქის კონსულტაციის ცენტრის ქიმიური დამოკიდებულების სპეციალისტი აცხადებს, რომ ჰეროინი დიდი პრობლემაა ოლქისთვის. მან აღნიშნა, რომ არსებობს რესურსი, რათა დაეხმარონ ადამიანებს ნარკოტიკის გამოყენებასთან ბრძოლაში, მაგრამ ასევე არსებობს დიდი ბარიერი, რადგან ადამიანები არ ცდილობენ დახმარების ძიებას.

რა ნარკოტიკი მიიღეს ექორდმა და პასეკმა არ არის ცნობილი. ოჰაიო ახლახანს მოიცვა ფენტანილის ახალმა ტალღამ, ძალიან ძლიერმა სინთეზურმა ოპიოიდმა, რომელმაც მომღერალი პრინცი იმსხვერპლა. შტატის მონაცემებით, ფენტანილი იყო შტატის გადამეტებული სივდილიანობის შემთხვევების მესამედზე მეტის გამომწვევი 2015 წელს.

ცოტა ხნის წინ, შტატში კარფენტანილის გამოყენებაც გაიზარდა, ტრანკვილიზატორის, რომელიც სპილოს დასაწყნარებლად გამოიყენება და იმდენად საშიშია, რომ პატარა ნამცეცმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ზედოზირება. კარფენტანილი ჭარბი დოზის შემთხვევების სიაშია შეტანილი. ივნისის ბოლოს ცინცინატიში სულ ცოტა რვა ადამიანი დაიღუპა კარფენტანილის ზედოზირების შედეგად, განუმარტა ჰამილტნის ოლქის გამომძიებელმა CNN-ს.

საჯარო ჩანაწერის მიხედვით, ექორდი ადრე რამდენიმე შტატშია ნასამართლევი მრავალი დანაშაულისთვის მათ შორის ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვის, საჯარო ინტოქსიკაციის და უიარაღო ქურდობისთვის. სასამართლოს ჩანაწერები მიუთითებს, რომ პასეკი 2000 წლებში დაკავებული იყო რიგი სამართალდარღვევების გამო, მათ შორის, მუქარის, ინტოქსიკაციის და წინააღმდეგობის გაწევისათვის.

საზოგადოებრივი უსაფრთოების სამსახურის დირექტორის განცხადებით, ოლქი შოკირებულია ოპიუმის პრობლემით და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანების სიმრავლის გამო ციხეში საკმარისი ადგილები არ აქვს. სხვა პატარა ქალაქებიც იმავე პრობლემის წინაშე დგანან. ცოტა ხნის წინ ქალაქ ჰანთინგთონში 26 ჰეროინის გადაჭარბებული დოზის შემთხვევას ქონდა ადგილი ოთხი საათის განმავლობაში.

სამხრეთ ოჰაიოს ქალაქ პორტსმაუტში არსებულმა “წამლების საამქროებმა“, სადაც ექიმები ოპიოიდებს განურჩევლად გასცემდნენ, აიძულა ხელისუფლება. დაერბია ისინი. 2011-2014 წლებში სახელმწიფომ 61 ექიმს და 15 ფარმაცევტს გაუუქმა ლიცენზია ამის გამო. მაგრამ ნარკომანიისადმი დამღუპველი მიდრეკილება, რომელიც ოპიოიდისგან მოდის კვლავ რჩება.

ბევრი დამოკიდებული გადავიდა უფრო იაფი ჰეროინის მოხმარებაზე, რომლის უმეტესი ნაწილიც მექსიკიდან შეაქვთ ქვეყანაში. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების შესაბამისად, ჰეროინის გადაჭარბებული დოზით სიკვდილის შემთხვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით მკვეთრად გაიზარდა. ოჰაიოს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის შედეგად სიკვდილიანობის მაჩვენებლები ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, ოჰაიოში ჰეროინით სიკვდილიანობამ ათჯერ გადაამეტა 2003 წლიდან 2014 წლამდე.

ქალაქის უსაფრთხოების და საზოგადოებრივი სამსახურის უფროსის, ბრაიან ალენის თქმით, ხალხს უნდა ესმოდეს თუ როგორია ამ ეპიდემიის ფრონტის ხაზი. “ზოგჯერ ძნელია სიმართლის დანახვა და ეს ფოტო სწორედ ამ სიმართლეს ასახავს“, -განაცხადა ალენმა.

WASHINGTON POST

Facebook Comments

ახალი დადებული