რესტორან „იმერულ ეზოს“, სადაც 9 ადამიანი მოიწმალა, სურსათის ეროვნული სააგენტო ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო რესტორან „იმერულ ეზოში“ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განახორციელებს. ინფორმაციას სურსათის სააგენტო ავრცელებს.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ინსპექტორები უკვე იმყოფებიან ნატახტარში მდებარე საზოგადოებრივ კვების ობიექტში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო.

სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. ამიტომ მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცხელ ხაზს – 15 01.

მოწამლულები ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობენ.

Facebook Comments

ახალი დადებული