ქართველ გოგოზე შეყვარებულმა ინდოელმა ბიჭმა ნარიყალაზე თავი მოიკლა

ნარიყალის ტერიტორიიდან ბოტანიკურ ბაღში ინდოეთის მოქალაქე გადახტა და თავი მოიკლა. როგორც imedinews-ს შსს-ში უთხრეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი 21 წლის ბიჭია, თვითმკვლელობის მიზეზი სასიყვარულო ურთიერთობა გახდა. ამ ამბავს თვითმხილველები შეესწრნენ, რომლებიც ამბობენ, რომ ბიჭმა გადახტომამდე დაიძახა: უთხარით, რომ მიყვარსო.

Facebook Comments

ახალი დადებული