კრიმინალი

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სამედიცინო ინსტრუმენტები აღმოაჩინეს

Nusagi

28 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის, ო.ტ-ს მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის დათვალიერებისას, არადეკლარირებული მეორადი სამედიცინო ინსტრუმენტები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, 11,162.25 ლარი შეადგინა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,162.25 ლარის ოდენობით შეეფარდა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: