სამეფო ოჯახის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ღიად აცხადებს,რომ ჰომოსექსუალია

ლორდი აივერ მაუნთბათენი, დედოფალ ელისაბედ II–ის ბიძაშვილი ბრიტანეთის სამეფო ოჯახში პირველია, ვინც საჯაროდ აცხადებს, რომ გეია. ინფორმაციას HUFFINGTON POST  ავრცელებს.

55 წლის მაუნთბათენმა, რომელსაც  ყოფილ მეუღლესთან, პენი ტომპსონთან სამი შვილი ჰყავს,  ბრიტანულ გამოცემა Mail–ს განუცხადა, რომ სიყვარული მამაკაცთან ჰპოვა, რომელიც შვეიცარიაში, სათხილამურო კურორტზე გაიცნო.

“მე ბევრად უფრო ბედნიერი ვარ ახლა, თუმცა თავს მაინც ვერ ვგრძნობ 100 პროცენტით კომფორტულად იმით, რომ გეი ვარ”, -განაცხადა მან. “გაარკვია, რომ გეია” ისეთი სასაცილო ფრაზაა, მაგრამ ეს არის ის, რაც ვფიქრობ, რომ გავაკეთე შემოვლითი გზით, და იქ აღმოვჩნდი, სადაც მე ბედნიერი ვარ. მე ვებრძოდი ჩემს სქესს და გარკვეულწილად ახლაც ვებრძვი; ეს ნამდვილი მოგზაურობა იყო, სანამ ამ ეტაპამდე მივაღწევდი”,-განაცხადა მან.

მაუნთბათენმა, რომელიც მილფორდ ჰეივენის მესამე მარკიზია და პრინც ედუარდის უფროსი შვილის ნათლიაა, განაცხადა, რომ იგი მოზარდობიდან გრძნობდა, რომ ბისექსუალი იყო. მისმა მეუღლემ, პენი ტომპსონმაც იცოდა მისი სქესობრივი წინააღმდეგობის შესახებ, როდესაც მას ცოლად გაჰყვა 1994 წელს.

“ის გაგებით ეკიდებოდა ამ საკითხს და ყოველთვის მადლიერი ვიქნები მისი. ჩვენ ერთად ბევრი კარგი მომენტი გავიზიარეთ და სამი არაჩვეულებრივი შვილი გვყავს. მე არ ვნანობ არც ერთ ჩემს მიერ განვლილ ეტაპს ჩემს ცხოვრებაში”,- განაცხადა მან.

წყვილი 2011 წელს დაშორდა ერთმანეთს. მომდევნო წლებში მაუნთბათენს “ჰომოსექსუალური გატაცება” ჰქონდა, მაგრამ ბოლო დრომდე თავს კომფორტულად არ გრძნობდა, ღიად განეცხადებინა მისი სექსუალურობის შესახებ, სანამ 54 წლის ავიოკომპანიის სალონის მომსახურეობის დირექტორი, ჯეიმს კოილი არ გაიცნო. წყვილი შვეიცარიაში, ვერბიერში სათხილამუროდ ყოფნის დროს შეხვდა ერთმანეთს, ერთ–ერთ ბარში. ამ ნაცნობობამ მათი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

ისინი იმწამსვე დაახლოვდნენ, გაცვალეს ტელეფონის ნომრები. კოილი უკვე აღარ მალავდა მის სექსუალობას, მან გადაწყვიტა, რომ თუ ეს ურთიერთობა გაგრძელდებოდა,  საიდუმლოდ აღარ უნდა დარჩენილიყო.

“თუ მე ვაპირებდი მასთან ურთიერთობის გაგრძელებას, ეს ღია უნდა ყოფილიყო მეგობრების და ოჯახის წევრებისთვის. მინდოდა, რომ გულწრფელნი ვყოფილიყავით და არაფერი დაგვემალა “,- განუცხადა კოილმა Mail–ს.

მაუნთბათენი დაეთანხმა და პირველ რიგში ოჯახის წევრებს გაანდო გადაწყვეტილება, რომლებმაც “მხარდაჭერა გამოუცხადეს მას”.

წყვილმა, მას შემდეგ, რაც უამრავი კითხვა დაისვა მათი პირადი ცხოვრების შესახებ, გადაწყვიტა, მედიისთვის ღიად განეცხადებინათ ამის შესახებ.

Facebook Comments

ახალი დადებული