სოციალური ქსელები და მედია

კამჩატკაზე პაციენტებს მამაოც უმკურნალებს

Nusagi

კამჩატკის ეპარქიამ და ლუკაშევსკის სახელობის სამხარეო ჰოსპიტალმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ამიერიდან პაციენტებს არა მხოლოდ სხეულზე არამედ, სულზეც უმკურნალებენ.

ამის შესახებ რუსული პრესა ეპარქიის გამოცემაზე დაყრდნობით იუწყება. „ადამიანი მხოლოდ ძვლების, კუნთებისა და შინაგანი ორგანოების ნაკრები არ არის, ეს ცოცხალი სულია. სხეული ძალიან მჭიდრო კავშირშია სულთან. ექიმმა სხეულს უნდა უმკურნალოს, მოძღვარს კი სულის განკურნება შეუძლია. კამჩატკის მცხოვრებლებს უფრო ადვილად შეეძლებათ გაუმკლავდნენ ავადმყოფობასა და უძლურებას, თუ მათ მოძღვარი დაეხმარება”,-აცხადებს არქიეპისკოპოსი არტემი.

საავადმყოფოს მთავარი ექიმი ოლგა ზუბკოვა ადასტურებს, რომ „სხეული და სული განუყოფელია”. ხელშეკრულების დადების შემდეგ, სასულიერო პირებმა მას წმინდა პანტელეიმონის ხატი გადასცეს

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,776,099 ნახვა
%d bloggers like this: