მექსიკაში ჟურნალისტი ცემით მოკლეს

მექსიკის ქალაქ სიუდად-ვიქტორიაში ჟურნალისტი ექტორ გონსალეს ანტონიო ცემით მოკლეს.

ინფორმაციას UnoTV შტატის გემერალურ პროკურორზე დაყრდნობით ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ჟურნალისტი ქუჩაში იქნა მოკლული, მას სასიკვდილო დარტყმები მიაყენეს.

ამჟამად სამართალდამცველები მომხდარის მიზეზებს არკვევენ. მექსიკაში ჟურნალისტის მკლელობის ეს პირველი შემთხვევა არ არის.

 

Facebook Comments

ახალი დადებული