უცხოური მედია

რა რეაქცია მოჰყვა სოცქსელში არკადი ბაბჩენკოს „გაცოცხლებას“

Nusagi

როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, რუსი ჟურნალისტი არკადი ბაბჩენკო ცოცხალი აღმოჩნდა, ხოლო მისი მკვლელობა ინსცენირებული იყო.

სოციალურ ქსელში ბაბჩენკოს „გაცოცხლებას“ დიდი რეზონანსი მოჰყვა და ხუმრობის თემად იქცა.

ბაბჩენკო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს გამოჩნდა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, პირი, რომელიც მასზე თავდასხმას გეგმავდა, დაკავებულია. ის უკრაინის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელიც რუსულმა სპეცსამსახურებმა გადაიბირეს.

სპეცსამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, მათ იცოდნენ, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა იგეგმებოდა, ხოლო მისი გარდაცვლილად გამოცხადება სპეცოპერაციის ნაწილი იყო.

პრესკონფერენციაზე ბაბჩენკომ სპეცოპერაციაში საიდუმლო მონაწილეობისთვის ბოდიში მოიხადა, რადგან ამის შესახებ მისმა ცოლმაც კი არ იცოდა.

ბაბჩენკოს მკვლელობის შესახებ ინფორმაცია 29 მაისს გავრცელდა.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: