საქართველოს მხარდამჭერი განცხადება უკრაინის საგარეო უწყებამაც გაავრცელა

ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პარალელურად საქართველოს მხარდამჭერი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა.

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უკრაინა გმობს სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური კავშირების დამყარებას.

კიევში აცხადებენ, რომ დამასკომ ამ ქმედებით საერთაშორისო კანონი დაარღვია. „სირიის მთავრობა ცდილობს კრემლს ასიამოვნოს“ – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

aშშ-ში აცხადებენ, რომ სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარება ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ბაშარ ასადი რუსეთის რეჟიმის მიერ იმართება.

მომხდარი ფაქტი შეაფასეს ნატოში. ნატოს სპიკერის თქმით, სირიის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოების აზრს ვერ შეცვლის ევროკავშირმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა.

სირიამ საქარველოს ოკუპირებული რეგიონები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

ოკუპირებელ აფხაზეთსა და დეფაქტო ცხინვალის მთავრობას ამჟამად აღიარებს რუსეთი, ვენესუელა,  ნიკარაგუა, ნაურუ და სირია.

Facebook Comments

ახალი დადებული