ტოჩინოშინმა ოძეკის წოდება მიიღო

დღეს, 30 მაისს, ლევან გორგაძემ ოფიციალურად დადო ოძეკის ფიცი და ამიერიდან სუმოს სამყაროში იერარქიის მეორე საფეხურზე განაგრძობს ასპარეზობას. ინფორმაციას sportall.ge ავრცელებს.

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დენტაცუშიკის რიტუალი შედგა, რაც მისთვის ოძეკის წოდების მინიჭებასა და ოფიციალურ ნათლობას გულისხმობს.

ქართველმა ფალავანმა, როგორც წესები მოითხოვდა, ტიტულის მისაღებად ფიცი წარმოთქვა და პირობა დადო, რომ ღირსეულად დაიცავს აღნიშნულ წოდებას. ფიცში ლევანმა აღნიშნა, რომ თავდაუზოგავად ივარჯიშებს, რათა გახდეს სანიმუშო მებრძოლი.

ოძეკი ქართულად იშიფრება, როგორც ჩემპიონი და ის სუმოს იერარქიის უმაღლესი წოდება გახლავთ, იოკოძუნას (ანუ უძლეველი ჩემპიონის) შემდეგ.

ტოჩინოშინი მესამე ევროპელი სუმოისტია ვინც ეს წოდება მიიღო.

Facebook Comments

ახალი დადებული