უცხოური მედია

114 წლის მოხუცმა სიგარეტისთვის თავის დანებება გადაწყვიტა

Nusagi

კეიპტაუნში მცხოვრებმა 114 წლის ფრედი ბლომმა სიგარეტისთვის თავის დანებება გადაწყვიტა. მისი თქმით, მან დიდი ხნის წინ თქვა უარი ალკოჰოლის მოხმარებაზე, თუმცა სიგარეტი უფრო რთული აღმოჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფრედი ბლომი სიგარეტებს არ ყიდულობს, არამედ თავისივე მოყვანილ თამბაქოს მოიხმარს. მისი თქმით, სიგარეტის მოწევის სურვილი იმდენად დიდია, რომ ასე უცბად მასზე უარს ვერ იტყვის.

რაც შეეხება ბლომის სიცოცხლის ხანგრძლივობას, მოხუცი ამბობს, რომ განსაკუთრებული საიდუმლო არ აქვს.

ფრედი ბლომი სამხრეთ აფრიკის ყველაზე მოხუცი ადამიანია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: