აქციამ „ნუ მოკლავ!“ პარლამენტთან გადაინაცვლა

Nusagi

აქციამ პროკურატურიდან პარლამენტთან გადაინაცვლა. „ნუ მოკლავ!“ – ამ ლოზუნგით საკანონმდებლო ორგანოსთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერებმა მოიყარეს თავი.

აქციის მონაწილეები თვლიან, რომ ირაკლი შოთაძე სისტემის მხოლოდ ერთი აგურია და თანამდებობა სხვა პასუხისმგებელმა პირებმაც უნდა დატოვონ.

„სისტემა უნდა დაინგრეს!“ – სკანდირებენ მონაწილეები.

რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან მივიდა ზაზა სარალიძეც. „ჩვენ საბოლოო გამარჯვებას მივაღწევთ მაშინ, როდესაც სრულად ჩამოიშლება სისტემა“ – მიმართა შეკრებილებს უფლებადამცველმა ზვიად კუპრავამ, რომელიც ზაზა სარალიძემ ყველაზე ერთგულ მხარდამჭერად წარადგინა.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: