ბაბჩენკოს მკვლელობის შემკვეთის დაკავების ვიდეოკადრები

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა youtube-ზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია , თუ როგორ აკავებენ რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის შემკვეთს.

კადრებში ორი მამაკაცი მესამეს მიყვება, შემდეგ იჭერენ და მანქანით მიყავთ. უშიშროების თანამშრომლების და დაკავებულის სახეები დაფარულია.

30 მაისს, უკრაინის სახელმწიფო უშიშროების სამმართველოს ბრიფინგზე გამოაცხადეს, რომ არკადი ბაბჩენკო, რომლის მკვლელობის შესახებაც უკრაინის პოლიციამ ოფიციალური განცხადება გააკეთა, ცოცხალი აღმოჩნდა. უკრაინელი სამართალდამცველების თქმით, რუსული სპეცსამსახურები ორი თვის განმავლობაში  ამზადებდნენ ბაბჩენკოს მკვლელობას.

 

Facebook Comments

ახალი დადებული