ირაკლი შოთაძემ მოზარდების მკვლელობის საქმეზე პროკურატურის პოზიცია განმარტა

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის პოზიციები განმარტა.

შოთაძის განცხადებით საქმეზე დაკითხულია 100 მოწმე და ამ 100 მოწმიდან 4 მოწმის გარდა გამოძიებას არავინ აძლევს ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვინ გამოიყენა დანა ინციდენტის დროს. შოთაძის თქმით, არცერთი მოწმე არ საუბრობს საქმეში დანის არსებობაზე,  ისინი ამბობენ, რომ მათ არ დაუნახავთ ვის ეჭირა დანა.

“14 მოწმე 51-ე სკოლელები, მოკლული მოზარდების მეგობრები და კლასელები არიან, ვერცერთი მათგანი ვერ აწვდის გამოძიებას ინფორმაციას იმის შესახებ თუ ვინ გამოიყენა დანა, ვის ჰქონდა დანა. ეს მნიშნველოვანი ფაქტორია იმიტომ, რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პროკურატურის პასუხისმგებლობაზე მე მზად ვარ ავიღო ეს პასუხისმგებლობა, თუმცა ჩვენ ყველამ საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, იმიტომ რომ ეს საქმე ბოლომდე დამთავრებული არ არის”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძის თქმით, პროკურატურა ელოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ საპროცესო კოდექსით, ის თუ რას გაიზიარებს სასამართლო და რა ფაქტებს დაადგენს, უწყებისთვის მნიშვნელოვანია საქმის შემდგომი გაგრძელებისთვის.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამართა. შოთაძის განცხადებით, იმის გამო, რომ საზოგადოებაში ბევრი შეკითხვა არსებობს გამოძიებასან დაკავშირებით, საქმეში ჩაერთვებიან უცხოელი პროკურორები.

ასევე შოთაძემ განაცხადა, რომ მთავარი პროკურატურა დაუკავშირდა შვეიცარიის ქალაქ ლოზანის სასამართლო სამედიცინო საექსპერტო ბიუროს, რომელსაც გადაეგზავნა საქმეში არსებული ყველა დეტალი, რათა ხელახალი ექსპერტიზა ჩაატარონ უცხოელმა სპეციალისტებმა.

Facebook Comments

ახალი დადებული