კახა კალაძე ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ფაქტს გამოეხმაურა

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მთაწმინდის რაიონში, ყიფიანის ქუჩაზე კლდის ჩამოშლის ფაქტს გამოეხმაურა და შესაბამის სამსახურებს საკითხის უმოკლეს ვადაში მოკვლევა დაავალა.

“თქვენ იცით, რომ ყიფიანის ქუჩაზე, სადაც სასტუმრო შენდება, ჩამოიშალა კლდე. მინდა დავავალო ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს და ზედამხედველობის სამსახურს, რომ დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ დაიბაროთ კომპანია, რომელიც აწარმოებდა სამუშაოებს. შეისწავლეთ ყველა დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იყო მერიაში, რა კვლევებს ეფუძნებოდა, როგორ წარიმართა სამუშაოები და დღის ბოლომდე გვქონდეს სრული ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინდაზე, ყიფიანის ქუჩაზე, დღეს კლდის ნაწილი ჩამოიშალა.

Facebook Comments

ახალი დადებული