უცხოური მედია

კიმ კარდაშიანმა ტრამპს 63 წლის პატიმარი ქალის შეწყალება სთხოვა

Nusagi

ამერიკელმა მსახიობმა კიმ კარდაშიანმა, რომელსაც თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უმასპინძლა, ქვეყნის ლიდერს 63 წლის ქალი პატიმრის შეწყალება სთხოვა. ამის შესახებ BBC წერს.

ლაპარაკია, ელის მარი ჯონსონზე, რომელსაც სამუდამო პატიმრობა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის გამო აქვს მისჯილი. მსჯავრდებული ქალის უფლებებს ახლა კარდაშიანის ადვოკატები იცავენ.

ეს საკითხი კიმ კარდაშიანმა ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთანაც განიხილა.

ასევე შეხვედრაზე კარდაშიანმა ქვეყნის 45-ე პრეზიდენტს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე ელაპარაკა და ციხის რეფორმის შესახებ ხედვები გააცნო.

ტრამპი მოგვიანებით შეხვედრას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და დაწერა, რომ შესანიშნავი დიალოგი შედგა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,692 ნახვა
%d bloggers like this: