ხელოვნება და კულტურა

ნაწარმოების „ალისა საოცრებათა ქვეყანაში” რეალური ისტორია

Nusagi

1862 წლის 4 ივლისს მდინარე ტემზაზე ფოლი ბრიჯიდან გოდსთოუს მონაკვეთზე ნავით სეირნობისას, 10 წლის ელის ლიდლმა ჩარლზ დოჯსანს (რომელიც ლუის კეროლის ფსევდონიმით წერდა), სთხოვა მისი და მისი დების, ედითის და ლორინას გასართობად რაიმე ამბავი მოეყოლა.

დოჯსანი გოგონებს ფანტასტიკური სიუჟეტებით სავსე ამბებით ართობდა. მოუთხრობდა  გოგონა ელისის  თავგადასავლებზე, რაც მას  კურდღლის ხვრელში ჩავარდნის შემდეგ გადახდა.

ამბავი არ განსხვავდებოდა იმ ისტორიებისგან, რომლებსაც დოჯსონი გოგონებისთვის მანამდე იგონებდა, მაგრამ ამჯერად ლიდლმა სთხოვა დოჯსონს მონათხრობი მისთვის ფურცელზე გადაეტანა. დოჯსონი დაპირდა , მაგრამ რამდენიმე თვის განმავლობაში ეს არ გაუკეთებია.  საბოლოოდ გოგონას ხელნაწერი 1864 წლის ნოემბერში წარუდგინა, სათაურით – „ალისას თავგადასავალი მიწისქვეშეთში“.

ამასობაში დოჯსონმა შესაძლო კომერციული თვალსაზრისით, გადაწყვიტა ხელმეორედ დაეწერა ამბავი. სავარაუდოდ, შეფასების მიზნით, დოჯსონმა ხელნაწერი თავის მეგობარს, ავტორს, ჯორჯ მაკდონალდს გაუგზავნა 1863 წლის გაზაფხულზე. მაკდონალდის ბავშვებმა წაიკითხეს მოთრობა და ძალიან მოეწონათ. ალბათ მათმა რეაქციამ დაარწმუნა დოჯსონი გამომცემელი მოეძებნა.

„ალისა საოცრებათა ქვეყანაში“ ავტორის, ლუის კეროლის სახელით და ჯონ ტენიელის ილუსტრაციებით 1865 წელს გამოიცა. შემდეგი ნაწილები ალისას გმირზე, „ალისა იყურება სარკეში“ და „რა იპოვა მან იქ“ 1871 წელს და 1886 წელს დაისტამბა.

ელის ლიდლი ახალგაზრდობაში დებთან, ლორინასთან და ედიტთან ერთად გრანდიოზულ ტურში გაემგზავრა ევროპის გარშემო. შემდგომში, ერთი ვერსიით, იგი გახდა დედოფალ ვიქტორიას უმცროსი ვაჟის, პრინც ლეოპოლდის რომანტიული გატაცების წყარო, მაგრამ ამის თაობაზე მტკიცებულება არ არსებობს. მაგრამ ის კი მართალია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, ლეოპოლდმა თავის პირველ შვილს ელისი დაარქვა და  ელისის მეორე ვაჟის, ლეოპოლდის ნათლია გახდა.

ლეოპოლდის ერთ-ერთი ბიოგრაფის ვარაუდით კი ელისის და, ედითი იყო ლეოპოლდის ჭეშმარიტი ყურადღების საგანი. ედიტი 1876 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა, სავარაუდოდ წითელას ან პერიტონიტის შედეგად , ცოტა ხნით ადრე, სანამ იგი კრიკეტის მოთამაშეზე, ობრი ჰარკორტზე დაქორწინდებოდა.

ელის ლიდლი 1880 წლის 15 სექტემბერს, 28 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა რეჯინალდ ჰარგრივს, ასევე კრიკეტის მოთამაშეს. მათ ვესტმინსტერის სააბატოში დაიწერეს ჯვარი. წყვილს სამი ვაჟი ჰყავდა. ალან ნაივეტონ ჰარგრივსი და ლეოპოლდ რეჯინალდ ჰარგრივსი პირველი მსოფლიო ომის ბრძოლებში დაიღუპნენ, ხოლო მესამე ვაჟი, ქერილ ლიდელ ჰარგრივსი ომიდან დაბრუნდა, დაქორწინდა და გოგონა შეეძინა.

რეჯინალდ ჰარგრივსმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, იყო ადგილობრივი მოსამართლე და თამაშობდა კრიკეტს ჰემფშირის გუნდში. ელისს საზოგადოებაში წარმატებული ადგილი ეკავა და იყო Emery Down-ის ქალთა ინსტიტუტის პირველი პრეზიდენტი. 1926 წელს, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კაფლელსის საკუთარი სახლის შესანახად გადასახადები იმდენად გაიზარდა, რომ მან საჭიროდ ჩათვალა გაეყიდა ხელნაწერი „ალისას თავგადასავალი მიწისქვეშეთში“ ( ლუის ქეროლის ნაწარმოების ადრეული სათაური).

ხელნაწერი £ 15 400-ად გაიყიდა, სოტბის აუქციონის სახლის მიერ დაწესებულ მინიმალურ ფასზე ოთხჯერ მეტად. მოგვიანებით ხელნაწერი ელდრიჯ ჯონსონის მფლობელობაში გადავიდა და გამოტანილი იყო კოლუმბიის უნივერსიტეტში, ქეროლის იუბილესთან დაკავშირებით. ელისი ესწრებოდა ამ იუბილეს და ამ დროისთვის 80 წლის იყო. სწორედ აშშ-ში ამ ვიზიტის დროს შეხვდა იგი პიტერ ლეველინ დეივისს, პიროვნებას, რომელმაც შთააგონა ჯ.მ. ბარის პიტერ პენის დაწერა.

ჯონსონის გარდაცვალების შემდეგ წიგნი ამერიკული მწიგნობრობის კონსორციუმმა შეიძინა და საჩუქრად გადასცა ბრიტანელ ხალხს, „ბრიტანეთის გამბედაობისთვის, წინ აღდგომოდა ჰიტლერს, სანამ ამერიკა მოკავშირეებს შეუერთდებოდა“.

ხელნაწერი ამჟამად ბრიტანულ ბიბლიოთეკაში ინახება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: