პოლიციელის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება აღარ გაიმართება

პოლიციელის დღის აღსანიშნავი ღონისძიება ლისის ტბაზე აღარ გაიმართება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დღეს დაგეგმილი ფორმატი შეიცვალა და მინისტრი გიორგი გახარია პოლიციელებს და მათი ოჯახის წევრებს შეხვდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს და სამინისტროს დაარსებიდან 100 წლისთავს აღნიშნავს. საზეიმო ღონისძიებები  ლისის ტბაზე კონცერტით უნდა დასრულებულიყო.

Facebook Comments

ახალი დადებული