სამეფო წყვილმა საქორწილო საჩუქრები უკან დააბრუნა

ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე, პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სტუმრებს თხოვეს, ის ფული, რაც საჩუქრებისთვის უნდა დაეხარჯათ, რომელიმე საქველმოქმედო ფონდისთვის გადაერიცხათ. თუმცა ბევრმა ბრენდმა გადაწყვიტა, ქორწილის მეშვეობით საკუთარი პროდუქცია წარმოეჩინა და ახლადდაქორწინებულებს საჩუქრები გაუგზავნა.

უცნობი პირების მიერ გაგზავნილმა საჩუქრებმა კენსინგტონის სასახლე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გაავსო. პრეზენტების საერთო ღირებულებამ 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადააჭარბა.

სამეფო კარის წესებით, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრებს ეკრძალებათ ბრიტანეთში მცხოვრები უცნობი პირებისგან საჩუქრების მიღება, თუ საეჭვოა მჩუქებლის მოტივაცია. ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით, რადგან შესაძლოა, საჩუქარმა რაიმე სახის ზიანი მიაყენოს სამეფო ოჯახის წევრებს.

საბოლოოდ, ჰარი და მეგანი იძულებულნი გახდნენ, საჩუქრები უკან, გამომგზავნებისთვის დაებრუნებინათ. ინფორმაცია ამის შესახებ კენსინგტონის სასახლემ გაავრცელა.

 

Facebook Comments

ახალი დადებული