ახალი დამატებული

წულუკიანი: ზაზა სარალიძეს საქართველოს პროკურატურაზე უკეთესი მოკავშირე არ ჰყავს

Nusagi

წულუკიანი თანადგომას უცხადებს სარალიძეების ოჯახს და განმარტავს, რომ საქმის განხილვა ვერ მოხდება ქუშაჩი. მისივე თქმით, საჭიროა დაველოდოთ მოსამართლის განჩინებას.

იუსტიციის მინისტრისთვის გაუგებარია ის არგუმენტები, თუ რის საფუძველზე გამოიტანა მოსამართლემ გადაწყვეტილება.

“როდესაც ვამბობთ, რომ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენ ყველამ უნდა გამოვუცხადოთ გამოძიებას ნდობა. გავიგეთ ზაზა სარალიძის თანადგომისკენ მოწოდება. მინდა გითხრათ, რომ მეც და შოთაძეც ვდგავართ თქვენს გვერდით.

პროკურატურა არის შექმნილი იმისთვის, რომ დაზარალებულის უფლებები დაიცვას ბოლომდე. ზაზა სარალიძეს არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე საქართველოს პროკურატურა.

შესაბამისად, გამოდი, შემხვდი ქუჩაში და გამოვიძიოთ ქუჩაში საქმე, ეს არ არის მართებული. ბავშვების მკვლელობის საქმის გამოძიება არ ხდება ქუჩაში. დაზარალებულებს და სახელმწიფოს გვაქვს ერთი ინტერესი, ამიტომ უნდა ვითანამშრომლოთ.

პროკურატურა ვერ მოახდენს სასწაულებს. შოთაძეს შეეძლო ასივე მოწმე გაამწესოსციხეში და აიძულონ რამის თქმა, ეს მართებული არ იქნება. საჭიროა ყველამ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, რადგან მკვლელობა მოხდა დღისით, მზისით და არსებობენ მოწმეები.

ამიტომ მოწმეებთან მუშაობა არის გამოსავალი და საჭირო და ზაზა სარალიძეს შეუძლია ამაში წვლილის შეტანა.

რაც შეეხება ექსპერტიზას, მივესალმები ექსპერტიზის ჩატარებას საზღვარგარეთ რადგან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან მიმართებაში არის კითხვები” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,772,890 ნახვა
%d bloggers like this: