Uncategorized სოციალური ქსელები და მედია

ჩემთვის უბედურებაა, რომ სარალიძის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა

Nusagi

სანდრო გირგვლიანის მამა, გურამ გირგვლიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

“ვუყურებ ზაზა სარალიძეს და საკუთარი უბედურებაც ცხადად მიდგება თვალწინ, აბსოლუტურად მესმის მისი მდგომარეობა, ყველანაირად ვუთანაგრძნობ მას. ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა.

მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?! თორემ სხვა მხრივ, ყველანაირად ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ. დღეს მთელი საქართველო გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს.

ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ხოლმე ჩვენს გვერდით, ვცდილობდით რამ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა.

ჩემი შვილის საქმეზე სააკაშვილს და მერაბიშვილს წაუყენეს ბრალი, გულწრფელად რომ გითხრათ მე არც ერთი მაინტერესებდა, რადგან მელნიკოვმა ჩვენებაში თქვა რომ მას, ჩემი შვილის მკვლელობა დაავალა თაკო სალაყაიამ, რომელიც დღეს თავისუფლად დადის ქუჩაში. მეც მიჩნდება ეჭვი, რომ დღესაც ვიღაცეები აფარებენ ხელს ჩემი შვილის მკვლელებს.”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,681 ნახვა
%d bloggers like this: