პოსტები სოციალური ქსელიდან

სარალიძის მხარდასაჭერად აქციაზე მივედი, მაგრამ აღმოვჩნდი პოლიტიკურ აქციაზე

Nusagi

„გულმა ვერ მომითმინა და მივედი აქციაზე. მინდოდა ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ აქციაზე მივსულიყავი, მენახა ეს შეუპოვარი კაცი, ეგრძნო რომ მარტო არ არის, ეგრძნო რომ ხალხი არ მივატოვებთ, მაგრამ, მაგრამ..

აღმოვჩნდი სულ სხვაგან. აღმოვჩნდი იმ პოლიტიკური პარტიის აქციაზე, ვისაც მთელი ცხოვრება ვებრძოდი, აღმოვჩნი მკვლელების გვერდზე და ტრიბუნიდან სისტემის დანგრევაზე მიყვებოდა ადამიანი, ვინც საქართველოში ძალადობრივი სისტემის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტია.

ზვიად კუპრავა, ვინც მე 26 მაისს მარბევდა და ჩემი მეგობარი ნიკა კვინტრაძე მოკლა და სახურავზე შეაგდო-დენმა დაარტყაო. მე მერე რაც გადამხდა, აღარ ვიძახი.

მასწავლიდა როგორ უნდა დამენგრია სისტემა და როგორ უნდა ამერჩია პროკურორად ნიკა გვარამია. სოლიდარობა ზაზა სარალიძეს, მაგრამ ვერ დავდგები ძმაო მე იქ, სადაც მკვლელები გამოდიან სიტყვით. ყველა შვილი ყველას შვილია, შენი შვილიც ჩემი შვილია და ყველა ის შვილებიც ვინც შენს გვერდით მყოფმა ხალხმა ამოხოცა.”-წერს რეზო რეხვიაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,437 ნახვა
%d bloggers like this: