გამოფენა

ბოტანიკურ ბაღში მწვანე გამოფენა GreenExpo18 გაიმართება

2-3 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში რიგით მეორე მწვანე გამოფენა GreenExpo18 გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იქნებიან ბოტანიკური ბაღები, პარკები, სანერგეები, ლანდშაფტის დიზაინის კომპანიები, სტარტაპები და აღნიშნულ სფეროსთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციები. გამოფენა 5 მაისს, 12:00 საათზე გაიხსნება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საბაღე ექსპოზიციები, ნერგების მრავალფეროვნება, ღია გრუნტის მცენარეები, ტროპიკული მცენარეები, სუკულენტები, მწვანე არტი და ფლორისტული ნამუშევრები. გარდა ამისა, ჩატარდება მასტერკლასები თემებზე: ბაღის დიზაინი, დეკორატიული მცენარეები, ვარდები და იასამნები.

Facebook Comments