ესპანეთის პრემიერმინისტრი გადააყენეს

ესპანეთს ახალი მთავრობა ჰყავს. პრემიერმინისტრს, მარიანო რახოის პარლამენტმა თანამდებობა დაატოვებინა. ამის შესახებ BBC წერს.

მას თანამდებობაზე პედრო სანჩესი შეცვლის.

ცოტა ხნის წინ ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე პედრო სანჩესი გახდა და ის ქვეყნის პარლამენტშიც მოხვდა. „სოციალისტური მუშათა პარტიის“ ლიდერი, სანჩესი რახოის მკაცრი კრიტიკოსია. ის დიდი ხნის განმავლობაში ამხელდა პრემიერმინისტრს კორუფციაში.

ცოტა ხნის წინ დასრულებულ კენჭისყრაზე სანჩესის კანდიდატურას მხარი 180-მა დეპუტატმა დაუჭირა, 169 ამ კანდიდატურის წინააღმდეგ წავიდა და ერთმა დეპუტატმა თავი შეიკავა.

კენჭისყრის შემდეგ გამართული დებეტაბისას რახოიმ დამარცხება აღიარა და თქვა: „პატივია, რომ ვტოვებ იმაზე უკეთეს ესპანეთს, ვიდრე მე ჩავიბარე“.

ესპანეთის კონსტიტუციის თანახმად, იმისთვის რომ პარლამენტმა პრემიერისთვის უნდობლობის საკითხი განიხილოს, ინიციატივა კონგრესის სრული შემადგენლობის მეათედს (35 დეპუტატი) უნდა ეკუთვნოდეს.

პრემიერს უნდობლობას უცხადებენ იმ შემთხვევაში, თუკი მას დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობა დაუჭერს მხარს, ანუ 176 კონგრესმენი. კენჭისყრის ინიციატორებმა პრემიერის პოსტზე ალტერნატიული კანდიდატი უნდა წარადგინონ. ინიციატივის დაყენებასა და კენჭისყრას შორის სულ ცოტა 5 დღის შუალედი უნდა არსებობდეს.

ესპანური დემოკრატიის 40-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ქვეყნის პარლამენტში ორჯერ შეეცადნენ მთავრობის ხელმძღვანელისთვის უნდობლობის გამოცხადებას – 1980 წელს ადოლფო სუარესის და 1987 წელს ფილიპე გონსალესის მიმართ. ორივე შემთხვევაში დეპუტატების უმრავლესობამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

Facebook Comments

ახალი დადებული