ზაზა სარალიძეს სასულიერო პირები შეხვდნენ

პარლამენტის წინ აქციის დაწყებამდე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძისმამას, ზაზა სარალიძეს სასულიერო პირები შეხვდნენ.

შეხვედრა გაშლილ ერთ-ერთ კარავში შედგა, რომელსაც მოკლული დათო სარალიძისმამასთან ერთად, აქციის ორგანიზატორთა ნაწილიც ესწრებოდა.

მანამდე საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება   ბ  რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეკლესია მხარს ვერ დაუჭერს უმართავი პროცესების განვითარებას, მით უმეტეს, რომ შემხვედრი ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ის რეალობა, რომ ხალხს მეტი თანადგომა სჭირდება, როგორც სოციალაური პრობლემების მოგვარებაში, ისე, პირველ რიგში, სამართლიანი და ეფექტური მართლმსაჯულების აღსრულების თვალსაზრისით და ეს მხოლოდ სალარიძის საქმეს არ ეხება.

Facebook Comments
%d bloggers like this: