ზვიად კუპრავა – ქართველმა ხალხმა პრემიერი გააძევა, მალე მთავრობას გავაძევებთ

რუსთაველზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის  მიერ ორგანიზებულ მიტინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, მას უნდოდა სიტყვით მიემართა შეკრებილებისთვის, თუმცა აქციის მონაწილეებმა  ამის საშუალება არ მისცეს.

კვირიკაშვილმა მაინც მოასწრო რამდენიმე წინადადების თქმა, მან აქციის მონაწილეებს შესთავაზა, რომ პროცესმა სამართლებრივ სივრცეში გადაინაცვლოს. თუმცა მომიტინგეებმა მას სიტყვის გაგრძელების საშუალება არ მისცეს და ბოთლები ესროლეს.

“მისმა უდიდებულესობამ, ქართველმა ხალხმა პრემიერად წოდებული კვირიკაშვილი გააძევა, სულ მალე ჩვენ გავაძევებთ მთელ მთავრობას”, -განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად კუპრავამ.

Facebook Comments

ახალი დადებული