მსოფლიოში ყველაზე ძვირი მანქანა 70 მილიონ დოლარად გაიყიდა (ვიდეო)

1963 წელს გამოშვებული სპორტული Ferrari 250 GTO მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლასიკური ავტომობილი გახდა. ამერიკელმა კოლექციონერმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მასში 70 მილიონი დოლარი (52 მილიონი ევრო) გადაიხადა. ინფორმაციას AutoClassics-ი ავრცელებს.

გაყიდული ავტომობილის ნომერია 4153 GT. ის ვერცხლისფერია ყვითელი აქცენტებით. ის იმ 3-4 ეგზემპლართაგანია, რომლებიც ამ დრომდე შენარჩუნდა ამ დრომდე.

ამ მოდელს ცნობადობა სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებამ შესძინა.

Facebook Comments

ახალი დადებული