პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სანდრა რულოვსი მივიდა

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ზაზა სალარიძის მხარდასაჭერად ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსიც მივიდა. სანდრა რულოვსმა გამოძიებაში არსებულ ხარვეზებზე ილაპარაკა და საზოგადოების კონსოლიდაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

“ძალიან ბევრი დარღვევა იყო გამოძიებაში, ხალხს ძალინ დიდი ძალა აქვს, ხმა აღარ აქვს ბატონ ზაზას, იმედი მაქვს ხალხი ილაპარაკებს მის ნაცვლად,” – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

რუსთაველზე, პარლამენტთან შეკრებულებთან ომბუდსმენი, ნინო ლომჯარიაც მივიდა.

ცოტა ხნის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც შეხვდა. პრეზიდენტმა მოკლულის მამასთან პირისპირ ისაუბრა.

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქციის განახლება დღეს, 16:00 საათზე იგეგმება.

Facebook Comments

ახალი დადებული