პოსტები სოციალური ქსელიდან

პირიქით რომ დამთავრებულიყო, მერე გენახათ ისტერიკა და ლიახვი

Nusagi

,,გუშინ მართლა გავაოცეთ ევროპა ჩვენი დემოკრატიით:

1. სასამართლო არ დაეთანხმა პროკურატურას, არ იმღერეს ერთ ხმაში (რაც პირიქით, სათავისოდ უნდა გამოეყენებინა სარალიძეს, და არა საკუპრავოდ და საჯიჯგნაოდ. თუ ვინმე ყავხართ მყვარებელი და ერთგული ამ კაცს, რომლის საცოდაობითაც ჯერ კიდევ გული ეწვება ხალხს, ასწავლეთ, როგორ მოიქცეს.);

2. გადადგა მთავარი პროკურორი;

3. შეიკრიბა ბიურო, გადაწყდა საპარლამენტო კომისიის შექმნა (რომან გოცირიძეს საერთოდ რა უნდა, თუ ვინმემ გაიგოთ, მეც გამაგებინეთ – ჯერ თვითონ ითხოვდა კომისიის შექმნას და რო დათანხმდნენ, მერე წინააღმდეგი წავიდა);

4. შესთავაზეს უცხოელი ექსპერტების ჩართვა, საზოგადოების ჩართვა, ვინც თვითონ გაუხარდებათ, იმათი ჩართვა;

5. მიტინგზე მივიდა პრემიერი (შენც კაი ვინმე ხარ, აბესალომ, რო მიდიოდი, სად მიდიოდი? ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი: სარალიძემ თქვა მოვუსმინოთო, მაგრამ გასწიეს გვერდზე. ჯერ სადაა, მთავარი გვერდზე გაწევა წინა აქვს. კუპრავას დირიჟორის ჯოხიღა აკლდა);

6. პრემიერმა ბრიფინგი ჩაატარა და საქმის გამოძიება ახლა შსს-ს გადაეცა (ისე ამდენხანს რო იძახის შვილმკვდარი მამა, შემხვდეს გახარიაო, შეხვედროდა; იმ მწერლებთან მიქანებას, ამასთან მიქანებულიყო, სამძიმარი ეთქვა);

7. დაიკითხნენ სუბელიანი და კიდევ სხვა მოწმეები (აქამდეც რომ დაკითხულიყო, რა დაშავდებოდა?)

8. თვით ბიძინამ თვით წერილი თვით გაავრცელა;

9. გააშლევინეს კარვები.

10. ჩართული იყო საზმაუს ლაივი.
მოკლედ, ერთ დღეში იმდენი დათმეს, მთელი მმართველობის მანძილზე რომ არ დაუთმია კუპრავას საოცნებო მიჰაჰამოდი-ს.

Giorgi Kvirikashvili საქართველოს მთავრობა | Government of Georgia მორჩით ახლა ნაცებისთვის ზედმეტი წითელი კვერცხების გორებას, გამოიძიეთ რეალურად საქმე და საერთოდ, საქმეს მიხედეთ, დროულად მიხედეთ და აქამდე ნუ მიგყავთ ხოლმე. სანამ ყვირილი და ბევრი ხალხი არ მოგელანდებათ, იზლაზნებით გაუგებრად. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ რეალურად ნაციონალები გიცავენ თქვენ ხალხისგან. საფრთხობელებად დაიყენეთ ეგენი, რო მეტი ხალხი არ მოვიდეს. გათავისუფლდით საფრთხობელებისგან, ნეპოტიზმისგან, პორტირებულებისგან და მერე მეც გავოგნდები თქვენი დემოკრატიით.
მიტინგი კი ისეთი იყო, როგორც ამის წინ დავწერე – ყველამ ის მოითხოვა, რის მოთხოვნასაც ცალკე ვერ ახერხებს, ჩემი გადადგომის მოთხოვნაღა დააკლდა.

თუ ვინმე (ახალგაზრდა თუ უფროს) ლიდერთაგან ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნად და მოწოდებად აქცევს, ითანამშრომლონ ბავშვებმა და მშობლებმა გამოძიებასთან, მერე დავიჯერებ მათ გულწრფელობას. სისტემის დანგრევა არც ერთი პროკურორის გადადგომაა, არც ასის. ერთი წავა, მეორე მოვა – შეიძლება მასზე უარესი. სისტემა უნდა დაინგრეს ტვინებში, ცხოვრების წესში, აღზრდის წესში, მამიკო რომ ხელს გაფარებს და შენც იტრუნები – აი, ეგ უნდა დაანგრიო. ეს მოწოდებები არ გამიგია მიტინგზე. დანარჩენად – სასამართლო პროცესის ერთი, პირველი ეტაპი დამთავრდა გუშინ, მეტი არაფერი, რომელმაც, ვიმეორებ, სარალიძის ოჯახის სასარგებლოდ ჩაიარა (თუკი რამე სასარგებლოზე შეიძლება ამ უბედურებაში ლაპარაკი). პირიქით რომ დამთავრებულიყო, მერე გენახათ ისტერიკა და ლიახვი.
საქართველოს მთავრობა | Government of Georgia იმუშავეთ სამართლიანად და პრინციპულად, სადაა კუპრავას სადირიჟორო ქვეყანა”-წერს ფეისბუქ-მომხმარებელი ნინო გუგეშაშვილი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,773,431 ნახვა
%d bloggers like this: