Uncategorized

სოციალურ ქსელში ზაზა სარალიძის ფეისბუქ-გვერდიდან ამოღებული „სქრინი” ვრცელდება

Nusagi

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამის მხარდასაჭერი აქცია დღესაც დაანონსებულია. ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ხელახალ გამოძიებას არ ენდობა და მთავრობის გადადგომას ითხოვს.

საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი და აქტივისტი კვლავ „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი ზვიად კუპრავაა.

მიტინგზე ყოფილი ხელისუფლების წევრების სიმრავლის გამო, შვილმკვდარი მამის მხარდასაჭერად მისული ადამიანების ნაწილმა გამოაცხადა, რომ საპროტესტო მუხტი „ნაციონალური მოძრაობის ” მხარდამჭერების აქტიურობამ გაუქრო, დღეს კი სოციალური ქსელის მომხმარებლები ავრცელებენ ფეისბუქიდან ამოღებულ „სქრინს”, საიდანაც ირკვევა, რომ თავად ზაზა სარალიძე 2017 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, “ნაციონალური მოძრაობას” უჭერდა მხარს და პარტიის საბურთალოს რაიონის ორგანიზაციის სააგიტაციო პოსტერს აზიარებდა, რომელიც ამომრჩეველს „საბოლოო გამარჯვებამდე ბრძოლისკენ” მოუწოდებდა.

„ახლა, ყველაფერი თავის ადგილზე დადგა…”-წერენ ფეისბუქმომხმარებლები.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: