პატრიარქი ზაზა სარალიძეს დღეს 16:00 საათზე შეხვდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე ილია მეორესთან შეხვედრა სურს.

სარალიძემ ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, მთავრობის გადადგომის შესახებ მისი მოთხოვნა უცვლელია.

„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თუ საშუალება იქნება, 16:00 საათზე შევხვდე ჩემს სულიერ მამას. მე მას მარტო შევხვდები და, რა თქმა უნდა, ჩემს შვილსა და ოჯახზე ვისაუბრებთ.”, განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძე თბილისში, პარლამენტის წინ აქციას მესამე დღეა მართავს. აქციის დაწყების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქალაქო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.

სარალიძის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორებმა დააანონსეს, რომ აქცია 18:00 საათიდან განახლდება.

Facebook Comments

ახალი დადებული