პოსტები სოციალური ქსელიდან

სოსო მანჯავიძე-არ მოშვებია, უნდოდა გაეჩერებინა და ამ დროს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა

Nusagi

საკრებულოს ყოფილი წევრი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“დადუნაშვილების ოჯახს პირადად არ ვიცნობ. ჩემი უახლოესი მეგობარია მათი შინაური.
მისგან ვიცი, როგორი ადამიანი ყოფილა ლევანი. განათლებული,მორწმუნე, უკონფლიქტო.
ვერ იტანდა ჩხუბს და ჩაგვრას. ცდილობდა გაეშველებინა მოჩხუბრები,თუ სადმე დაინახავდა ასეთ რამეს.
ამის ეშინოდათ მშობლებს -სხვის ჩხუბს არ შეეწიროსო.,.
სამწუხაროდ, სწორედ ასე მოხდა.

ჩხუბი რომ დაინახა, ვერ მოითმინა,, ცდილობდა დათო სარალიძისთვის მოღერებული დანა გამოეგლიჯა მკვლელისთვის ხელიდან,- რას შვები,არ მოკლაო.
ხელები ჰქონია დაჭრილი. 
დანის პირისთვის ჩაუვლია ხელი და უკან გამოქაჩვისას  გაჭრა ბასრმა დანამ.
არ მოშვებია,უნდოდა გაეჩერებინა და ამ დროს მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა.

ამ ბავშვმა განსაცდელში ჩავარდნილი მოყვასის გადასარჩენად სიცოცხლე გაწირა.
ღმერთმა სასუფეველში დაამკვიდროს მისი ნათელი სული!
ღმერთმა გაძლება მისცეს მის ღირსებით აღსავსე დედ-მამას”,-წერს სოსო მანჯავიძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: