ტრამპმა კიმ ჩენ ინის მიერ გაგზავნილ წერილთან ერთად ფოტო გადაიღო

თეთრმა სახლმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც ჩრდილო კორეის შრომითი პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის მოადგილე კიმ იონ ჩხოლისგან ჩრდილო კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინისგან გაგზავნილი წერილი მიიღო. ამის შესახებ The Hill იუწყება.

ტრამპმა წერილს საინტერესო და კარგი უწოდა, მაგრამ აღიარა, რომ ჯერ არ წაუკითხავს. აღსანიშნავია, რომ სანამ პრეზიდენტს გადასცემდნენ, წერილს აშშ-ის ოფიციალური პირები გაეცნენ.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ჩრდილო კორეის ლიდერი წერილში გამოთქვამს დაინტერესებას ქვეყნებს შორის შესაძლო სამიტის შესახებ.

1 ივნისს, ტრამპმა თანხმობა განაცხადა  კიმ ჩენ ინთან შეხვედრაზე.

ორი ქვეყნის ლიდერების სამიტი დაგეგმილი იყო 12 ივნისს სინგაპურში, თუმცა გასულ კვირას, ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ფხენიანის მტრული განცხადებების გამო, შეხვედრაზე უარს ამბობდა. მოგვიანებით, ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ მაინც არის ორიენტირებული ისტორიული შეხვედრის ჩატარებისკენ. შეხვედრის თემა იქნება ფხენიანის ბირთვული განიარაღება.

 

 

Facebook Comments

ახალი დადებული