ვაკის პარკის აქციას ახალგაზრდები შეუერთდნენ

ვაკის პარკის აქციას ახალგაზრდები შეუერთდნენ,მათ შორის 51-ე სკოლის მოსწავლეები, რომლებიც პარლამენტთან გამართულ აქციას გაემიჯნენ.

ისინი რუსტაველზე ნაც. მოძრაობასტან ერთად არარ დადგებიან, ვინაიდან ამ პარტიამ, ოჯახის ტრაგედია, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა.

,,რაც ამ დღეებში ჩვენ ვნახეთ, თავიდან, დაიწყო სოლიდარობის აქცია, მთელი ქალაქი დადგა ფეხზე და ბევრი ადამიანი გამოვიდა. მაგრამ სამწუხაროდ იმ ადამიანებმა, ვისაც არ აწყობს ამ ქვეყანაში სიმშვიდე, სოლიდარობა, არ აწყობს რომ საზოგადოება შედგეს, გადააქციეს პოლიტიკურ აქციად და ოფიციალურად გადაიბარა ნაციონალურმა მოძრაობამ სოლიდარობის აქცია.

ჩვენ ვემიჯნებით ამას და შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მოვთხოვოთ მთავრობას, მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რისთვისაც ხართ დაქირავებულები, შეასრულეთ პირობა, დაიჭირეთ მკვლელები, დაიჭირეთ ის ადამიანები, ვინც მკვლელებს დააფარეს ხელი. მიეცით საზოგადოებას იმის განცდა, რომ ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც გაიზარდა და მივმართავ იმ პარტიებს, ვინც ეს დღეები ამბობდა, რომ მთავრობა უნდა გადადგეს და ისმოდა კონფროტაციული წინადადებები.

მოეშვით, მოეშვით ამ უპასუხისმგებლო სიტყვებს. ჩვენ ვუდგავართ ყველა ოჯახს გვერდზე. ჩვენ ვითხოვთ სამართალს მშვიდობიან საზოგადოებაში, რომელიც ორიენტირებულია სიკეთის და სიყვარულისკენ”-განაცხადა გამომსვლელმა

 

Facebook Comments

ახალი დადებული