კრიმინალი

მესტიაში ერთი ადამიანი მოკლეს

Nusagi

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალში გუშინ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.

სოფლის გამგებლის თენგო ფარჯიანის ინფორმაციით, მოკლული მისი მოადგილის ძმაა.
“არ ვიმყოფები სოფელში და მომხდართან დაკავშირებით დეტალები არ ვიცი, გარდა იმისა, რომ გარდაცვლილი ჩემი მოადგილის ძმაა”, – თქვა ფარჯიანმა.

რაც შეეხება დაჭრილს, ექიმების თქმით, დაჭრილი, რომელიც მესტიის საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, წუხელვე გაეწერა. ამავე ცნობით, პაციენტს ჭრილობები ნიკაპის და მარცხენა ბეჭის მიდამოში აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე კი მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. უწყების ცნობით, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლლეობას გულისხმობს და შვიდიდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დანაშაულის ჩადენის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: