სოციალური ქსელები და მედია

პარლამენტთან აქციას როლანდ ახალაია შეუერთდა

Nusagi

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციას როლანდ ახალაია შეუერთდა. მისი თქმით, ის დღეს აქციაზე დგას როგორც რიგითი მოქალაქე.

ახალაიას განცხადებით, იგი პოლიტიკური პარტიის წევრი არასოდეს ყოფილა და ადმინისტრაციულ ორგანოებში მუშაობდა. თუმცა არ გამორიცხავს, რომ ახლო მომავალში “ნაციონალურ მოძრაობაში” ოფიციალურად გაწევრიანდეს.

“2 ახალგაზრდა ბიჭი გამოსალმეს სიცოცხლეს და არავითარი ზომები არ არის მიღებული. ახლა პოლიტიკურ პროცესებზე უნდათ გადაიტანონ აქცენტები. პოლიტიკის გარეშე ცხოვრება არ ხდება და ნურავის ნუ ერიდება რომ პოლიტიკური ხასიათისაა აქცია. უნდა წავიდეს სახლში ეს ბანდიტური ხელისუფლება თავის ბანდიტი ივანიშვილის ხელმძღვანელობით”,- განაცხადა როლანდ ახალაიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Post Alioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: