მოძრაობა „ნუ მომკლავ“ დამფუძნებლის თქმით, მას ელისო კილაძის შვილი ემუქრება

„ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა, შალვა კუჭაშვილმა ვაკის პარკში გამართულ აქციაზე თქვა, რომ ელისო კილაძის შვილი ემუქრება. შალვა კუჭაშვილის თქმით, დავით ხარშილაძე Facebook-ზე მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნის.

“კილაძის შვილი, დავით ხარშილაძე მიგზავნის ფეისბუქზე მუქარისა და გინების შემცველ წერილებს.
მომწერა, რომ მომივლიან როგორც საჭიროა, წაშალე სტატუსი თორემ ყურს აგიწევენ უბანში ბიჭები, გითვალთვალებ აქციაზე ჩემი ხალხია”, – ამბობს შალვა კუჭაშვილი

კუჭაშვილი ასევე ამბობს, რომ ელისო კილაძემ Facebook-ზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

“ელისო კილაძემ დაწერა ჩემზე რომ ვარ სუსის აგენტი და ქართული ოცნების წევრი გაავრცელა ჩემი და შალვა ოგბაიძის ფოტოები. მე ვუპასუხე ჩემი ფეისბუქგვერდით, რომ ელისო კილაძე ვერავისთან ურთიერთობას ვერ დამიშლის, რასაც ის ავრცელებს არის ცრუ ინფორმაცია, ხოლო შალვა ოგბაიძე ჩემი მეგობარია. ეს ყველაფერი დამაბრალეს იმის გამო, რომ გავემიჯნე პარლამენტთან მიმდინარე პოლიტიკურად ანგაჟირებულ აქციას”, – თქვა კუჭაშვილმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავას ორგანიზებულ  აქციას გაემიჯნა და ვაკის პარკში აქციას შეუერთდა, სადაც სარალიძეს მხარდაჭერას პოლიტიკოსების გარეშე უცხადებენ.

Facebook Comments

ახალი დადებული