პოლიტიკა

შალვა კუჭაშვილმა ჟურნალისტებს მუქარის შემცველი შეტყობინება მოასმენინა

Nusagi

მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა შალვა კუჭაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას გაემიჯნა, ელისო კილაძემ მასზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

“მე კი ჩემს ფეისბუქ გვერდზე დავწერე, რომ ელისო კილაძეს არ შევეკითხები, ვისთან ვიმეგობრებ. სტატუსის გამო, კილაძის შვილი ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნის და მემუქრება”-განაცხადა შალვა კუჭაშვილმა და ჟურნალისტებს ერთ-ერთი ხმოვანი შეტყობინება მოასმენინა. მისი თქმით, ეს ერთ-ერთია, რომელშიც გინება არ არის.

” ბიჭო წაშალე ეგ ელისოზე სტატუსი ბიძია შენ. არეულხარ ნამეტანი სიმონ და არ შეიძლება მასე მოქცევა პატარა ბიჭი ხარ. ისე არ გამოგივიდეს მერე რომ ყურის აწევა მოუწიოთ შენ უბნელებს შენთვის”,-ისმის ხმა.

შალვა კუჭაშვილი შინაგან სამინისტროსგან რეაგირებას ითხოვს.

შეგახსენებთ, შალვა კუჭაშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციას „ნაციონალური მოძრაობის” აქტიურობის გამო გაემიჯნა. დღეს ის ვაკის პარკში, მეგობართა ჯგუფის მიერ დაგეგმილ აქციაზე მივიდა .

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,543 ნახვა
%d bloggers like this: