პუტინმა აშშ-ის წინააღმდეგ კონტრსანქციებს ხელი მოაწერა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აშშ-სა და მის მოკავშირეების წინააღმდეგ კონტრსანქციების კანონპროექტს ხელი მოაწერა.

22 მაისს, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მესამე მოსმენით საბოლოოდ მიიღო სანქციების შესახებ კანონპროექტი, რომელიც აშშ-ისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის საბოლოო რედაქციაში არ არის გაწერილი კონკრეტული სფეროები, რომელსაც შეეხება სანქციები.

6 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. მათ შორის ლაპარაკია, ოლეგ დერიპასკაზე, იგორ როტენბერგსა და კირილ შამალოვზე.

ეს სია ვაშინგტონის საპასუხო რეაქციაა, 2016 წლის ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთში შესაძლო ჩარევის გამო.

Facebook Comments

ახალი დადებული