რუსთავი ორის ხელმძღვანელობას სარალიძის ინტერესი არ ადარდებს, მიშას ახირებები ადარდებს

,,ხელისუფლება საგამოძიებო კომისიაში ევროპული საქართველოს უმრავლესობას დათანხმდა. ეს კარგია, მაგრამ კმაყოფილების არანაირ საფუძველს არ იძლევა სანამ შედეგი არ დადგება.

შედეგის დადება რთული იქნება, ერთი მხრივ ხელისუფლება შეეცდება გამოძიების საბოტაჟს.

მეორე მხრივ რუსთავი ორი, რომელიც უკვე მთლიანად მიშას ახირებების შესრულებაზეა გადასული და ყველაფერს იზამს, რომ მისმა კონკურენტმა პარტიამ შედეგი არ დადოს – თუნდაც დავით სარალიძის ინტერესების ხარჯზე.

რუსთავი ორის ხელმძღვანელობას დავით სარალიძის ინტერესი არ ადარდებს, მიშას ახირებები ადარდებს მხოლოდ. ახლა პროკურორზეა საბრძოლველი.”– წერს „ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქის საკუტარ გვერდზე

Facebook Comments
%d bloggers like this: