ახალი დამატებული

აქცია ვაკის პარკში დღეს, 7 საათზე განახლდება

Nusagi
ვაკის პარკში, სოციალურ ქსელში დაგეგმილი აქცია დღეს 7 საათზე განახლდება.
აქციის ორგანიზატორების ერთ-ერთი მოთხოვნაა, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საგამოძიებო კომისია საზოგადოებისთვის სანდო პირებითა და შვილმოკლული მშობლებით დაკომპლექტდეს.
აქციის ორგანიზატორია მეგობართა ჯგუფი, რომელმაც გუშინ, ვაკის პარკში მიიწვია ყველა ის ადამიანი, რომელსაც სიმართლის დადგენა სუფთა ხელებით და პოლიტიკოსების გარეშე სურს.
შეგახსენებთ, გუშინ, ვაკის პარკში გამართულ აქციაზე ის ახალგაზრდები იღებდნენ მონაწილეობას, რომლებიც პარლამენტის წინ გამართულ აქციას „ნუ მომკლავ” გაემიჯნენ.
ვაკის პარკში, თავად აღნიშნული აქციის ორგანიზატორიც გადავიდა. აქციაზე მივიდა მოკლული დავით სარალიძის მამაც, თუმცა მალევე დატოვა და საღამოს კვლავ რუსთაველზე გადაინაცვლა, სადაც აქცია ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ხემძღვანელობით მიმდინარეობს.
ზაზა სარალიძემ თავისი საქციელი იმით ახსნა., რომ ვაკის პარკში მისი შვილის მეგობრები და მისი მეორე შვილი იდგნენ, თუმცა ვერ დაინახა თანადგომა.
Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,676 ნახვა
%d bloggers like this: