Uncategorized

ლუკა ფეიქრიშვილი შს მინისტრის მოადგილის მისვლის შემდეგ მაშველებს დაემორჩილა

Nusagi

ორგანიზაცია „ამბრელას” დამფუძნებელი ლუკა ფეიქრიშვილი, რომელიც კუს ტბაზე, ერთ-ერთ ნაგებობაზე იყო ამძვრალი და ულტიმატუმს აყენებდა, შინაგან საქმეთა მინისტრის, კახა საბანაძის თხოვნით, მაშველებს დაემორჩილა და ქვემოთ ჩამოვიდა. პირველი დახმარება მას  სასწრაფო დახმარების მანქანაში აღმოუჩინეს. ფეიქრიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან ომს გამოუცხადებს კორუმპირებულ ხელისუფლებას და ყველაფერს გააკეთებს რეჟიმის შესაცვლელად. მისივე თქმით, თავს კარგად გრძნობს, თუმცა ცოტა თავბრუ ეხვევა და გული ერევა.

„მე გავითვალისწინე მინისტრ გახარიას მოადგილის თხოვნა.  კარგად ვარ, ჩემთან იმყოფება გენინსპექციის თანამშრომელი და მივდივართ ორთაჭალაში შსს შენობაში. ძალიან მიყვარხართ მადლობა მხარდაჭერისთვის”-წერს ფეიქრიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ლუკა ფეიქრიშვილი ვაჟა-ფშაველაზე პატრულმა 50 ლარით დააჯარიმა, „ამბრელას” დამფუძნებელი ამტკიცებს, რომ ჯარიმა იმის გამო გამოუწერეს, რომ რუსთაველზე, ზაზა სარალიძის მხარდასაჭერ მიტინგზე აპირებდა მისვლას.

იხილეთ ვიდეო ლუკა ფეიქრიშვილის ფეისბუქიდან

 

 

 

 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: