უცხოური მედია

იტალიაში ქალს მატარებელი დაეჯახა, თვითმხილველმა კი ტრაგედიის ადგილზე სელფი გადაიღო

Nusagi

იტალიაში, პიაჩენცაში კანადელ ქალს მატარებელი დაეჯახა, რის გამოც მან ფეხი დაკარგა. ინტერნეტში გავრცელდა ფოტოჟურნალისტის, ჯორჯო ლამბრის ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ დგას თეთრმაისურიანი კაცი ტრაგედიის ადგილას და ქალის ფონზე, სელფს იღებს, ხელით კი V-ნიშანს აჩვენებს.

ფოტოგრაფმა ფოტო ინტერნეტში გაავრცელა და გამოთქვა წუხილი, რომ ადამიანებს თანაგრძნობის უნარი აქვთ დაკარგული.

ფოტომ იტალიელების აღშფოთება გამოიწვია. ისინი კაცის დასჯას ითხოვდნენ.

მოგვიანებით პოლიციამ ის მართლაც დააკავა და აიძულა, საკუთარი ტელეფონიდან ტრაგედიისას გადაღებული სელფი წაეშალა.

 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,502 ნახვა
%d bloggers like this: