საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატი დასახელდა

2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობიდან  დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია, სოფო კილაძე და არჩილ თალაკვაძე იქნებიან. ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტში განუცხადეს.

ხვალ გაიმართება რიგგარეშე სხდომა, სადაც 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საბოლოოდ ჩამოყალიბდება.

დღეს ბიურომ აღნიშნულ საგამოძიებო კომისიაში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ განსაზღვრული ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები დაამტკიცა. აღინიშნა, რომ კომისიის შემადგენლობა 17 წევრით განისაზღვრა.

ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს

Facebook Comments

ახალი დადებული