წალენჯიხაში მოზარდი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საჩინოს თემის სოფელ ნაგურუში მოზარდი ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას 1TV ავრცელებს.

როგორც თანასოფლელები ამბობენ, ბიჭს ჭრილობა ორლულიანი თოფის გასროლის შედეგად აქვს მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდს იარაღი გაუვარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული