კულინარია პოსტები სოციალური ქსელიდან

ნინო კვაჭანტირაძე-მჭადის გამოცხობა არ შეგეზაროთ, ამ ყველაფერს უუუფრო აგემრიელებს!

ნინო კვაჭანტირაზე, საზაფხულოდ მომზადებული ბადრიჯნის მარტივ და გემრიელ რეცეპტს სთავაზობს ფეისბუქ-მომხმარებლებს:

,ეს ის შემთხვევაა, როცა საჭმელი მარტო საჭმელი არაა და მას საყვარელი ადამიანის ხსოვნა ახლავს- ბადრიჯანს ასე, ამ წესით ჩემი მამიდა ამზადებდა და ამბობდა- მამიდა, აი ჩვენებური პატრიჟანია, გურული ,ამას არ უნდა ბევრი წვალება, ზეთი და შეწვა…დარეცხე მთლიანი ბადრიჯნები, მოაჭერი ყუნწები, დასერე და შეყარე “დუხოვკაში” მაღალ ტემპერატურაზე, როგორც კი შერბილდება, მალევე გამოიღე, ლეღვივით გაარჩიე, დაწეწე და შეანელე- გატარებული თხილით. ახალი “აკატრებული” ქინძით, უცხო სუნელით, ყვითელი ყვავილით, ნივრით, მარილით, შიშხათიანი ძმრით და დააჭრი მწვანე წიწაკა და ნედლი ხახვი, მერე შეაყარე ბროწეული და მჭადის გამოცხობა არ შეგეზაროს, ამ ყველაფერს უუუფრო აგემრიელებს!
ცადეთ თქვენც, მოგეწონებათ!!!”– წერს ნინო კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე

Facebook Comments