ზუგდიდის რაიონში დაკარგული კაცი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ნაწულუკუში ექვსი დღის წინ დაკარგული შუახნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, ის საკუთარი საცხოვრებელი ბინის სხვენში იპოვეს.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

დამატებით დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

Facebook Comments

ახალი დადებული