ახალი დამატებული

მოზარდების მკვლელობის საქმეზე კომისიის შემადგენლობა დღეს დამტკიცდება

Nusagi

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში 17 წევრი იქნება და საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის 17-კაციან სიას დღეს უყრიან კენჭს,

საპარლამენტო უმრავლესობაში ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიაში ქართული ოცნებიდან შემავალ წევრებზე შეთანხმდნენ. როგორც ირკვევა, კომისიაში იქნებიან: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე.

საპარლამენტო უმცირესობიდან, კერძოდ, ევროპული საქართველოდან, კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან: სერგი კაპანაძე (ამავდროულად კომისიის თავმჯდომარეა), ოთარ კახიძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, ირმა ნადირაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ირმა ნადირაშვილი, მამუკა ჩიქოვანი და გიგა ბოკერია.

კომისიაში პატრიოტთა ალიანსს ორი წარმომადგენელი ეყოლება: ადა მარშანია და გელა მიქაძე.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,680 ნახვა
%d bloggers like this: