უცხოური მედია

რა ასაკში უნდა შეწყვიტოთ ისეთი რამეების გაკეთება, რაც ახალგაზრდობასთან ასოცირდება

fashion woman's legs
Nusagi

2000 ბრიტანელის არაოფიციალური გამოკითხვის მიხედვით, როდესაც ქალის ასაკი 46 წელს აღწევს, მან უნდა შეიჭრას გრძელი თმა და 47 წლის ასაკში გაიხადოს მოტკეცილი ჯინსები. ამის შესახებ HUFFINGTON POST-ი წერს.

გამოცემის ცნობით, კომპანია  Retire Savvy–ს გამოკითხვა არ არის მეცნიერული, თუმცა მისი სურვილია ურჩიოს ხანდაზმულ ქალბატონებს, თუ რა ასაკში უნდა შეწყვიტონ ისეთი რამეების გაკეთება, რაც ახალგაზრდობასთან ასოცირდება.

HUFFINGTON POST:  პირადად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო იმაზეა დამოკიდებეული, თუ რამდენად მაღლა აიწევს არტერიული წნევა სულელური რამეების წაკითხვისას.-

სახელდობრ:  1. ტატუ არ არის დაშვებული 38 წლის შემდეგ

თუმცა, 70 წლის ჰელენ მირენს ამის შესახებ აშკარად არ სმენია. მიუხედავად იმისა, რომ “გრანდ დამამ” ერთხელ მის მარცხენა ხელზე გამოსახულ პატარა გადაჯაჭვულ ტატუს “ახალგაზრდული აჯანყების მთვრალი აქტი” უწოდა, მან The Daily Mail–ს განუცხადა, რომ მის გულში ცვლილება მოხდა და ახლა სურს “მთელი ხელის ტატუირება გველების გამოსახულებით”.

მირენი არასოდეს ყოფილა ისეთი ქალბატონი, რომელიც ხალხის აზრს მიყვებოდა. მან თმა ვარდისფრად შეიღება, ტანსაცმელს “stripper shops”–ში ყიდულობდა სექსუალური ფეხსაცმელებისთვის და დედოფლური მანერით ამცირებდა იმ ადამიანებს, ვინც სვამს და ნასვამი მართავს ავტომობილს.

2. შეწყვიტეთ სელფების გადაღება 34 წლის ასაკში.

თქვენ შეიძლება იფიქროთ: მაშინ შევწყვეტთ სელფების გადაღებას, როდესაც კიმ კარდაშიანი შეწყვეტს. ის 36 წლის ხდება ოქტომბერში და სანამ ველოდებით როდის გახდება ამ ასაკის, ამასობაში  შეგვიძლია თავი გავირთოთ მისი მაგიდის წიგნით: “Kim Kardashian Selfish” – მისი სელფების კრებულით.

3. შეწყვიტეთ კლუბებში სიარული 44 წლის ასაკში.

როდესაც თქვენ გადაწყვეტთ გადაარჩინოთ რაც თქვენი სმენისგან დარჩა და უბრალოდ აღიარებთ, რომ კარგია, როცა არაფერი გირტყამთ ყურში, როდესაც 11 საათზე გაეშურებით დასაძინებლად, მაშინ მიხვდებით ჩვენს სიბრძნეს. გარდა ამისა, არ არსებობს ადგილები 45 წლის ზემოთ ადამიანებისთვის. სადაც საცეკვაოდ მაინც შეიძლებოდეს წასვლა.

4. შეწყვიტეთ მუსიკალურ ფესტივალებზე სიარული 45 წლის სასაკში.

ჩვენ ვსაუბრობთ ვუდსტოკის ფესტივალის მომსწრე ხალხზე. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ სიტყვას არ გადაუკვეთია ატლანტიკის ოკეანე, იმისთვის, რომ Desert Trip–ში დასწრებოდა კონცერტებს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მოგიწევდათ თქვენი საპენსიო დანაზოგებით ძვირადღირებული ბილეთის აღება. The Rolling Stones, ბობ დილანი, პოლ მაკარტნი, The Who, ყველა იქ იქნება – თან ცოცხალი. ჯობია “გაგუგლოთ” ბავშვებო…

5. დაანებეთ თავი ტექნოლოგიების დაუფლებას 40 წლის ასაკში.

შემდეგი ალბათ ის იქნება, გვითხრათ, რომ სექსი 35 წლის შემდეგ აღარ უნდა ჰქონდეს არავის. და პენსიონრების საზრიანი Savvy–ს გამოკითხვა ფიქრობს, რომ 47 წლის ასაკში უნდა შევწყვიტოთ Twitter –ის გამოყენება და 49 წლის ასაკში წავშალოთ ჩვენი Facebook–ის პროფილი. მაგრამ 2014 წელს, 65 წელს ზემოთ ადამიანების 56 პროცენტს ჰქონდა Facebook–ი. და თუ ვინმემ უნდა დატოვოს იგი, ეს ახალგაზრდებია.

ან, იქნებ დღის ბოლოს, ჩვენ ყველამ მოვახდინოთ ესტელ გეტის ციტირება?

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,483 ნახვა
%d bloggers like this: