სოციალური ქსელები და მედია

თეა წულუკიანთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებში ეს ნაწილები საერთოდ ნახსენები არ არის

Nusagi

„როდესაც ვსაუბრობთ თეა წულუკიანის გადადგომაზე, პირდაპირ უნდა ითქვას რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობს არა მხოლოდ მინისტრი და იუსტიციის სამინისტრო, არამედ მონაწილეობს საპროკურორო საბჭო, სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს მთავრობა და პარლამენტი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რომ პროკურორის შერჩევის პროცესი არის კანონმდებლობით დარეგულირებული, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, თეა წულუკიანთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებებში ეს ნაწილები საერთოდ ნახსენები არ არის.

„რა უნდა ვიფიქროთ ამის შემდეგ, უნდა ვიფიქროთ ის, რომ ამ ადამიანებს მიზანმიმართულად აქვთ ჩამოყალიბებული მიზანი და ამოცანა, რომ მას შემდეგ, რაც ქუჩაში აქციები ჩაატარეს და მთავარი მოთხოვნა იყო ხელისუფლების ჩამოშლა და სისტემის დანგრევა, დღეს უკვე დაიწყეს საუბარი მინისტრის გადადგომაზე,“- აღნიშნა უმრავლესობის ლიდერმა.

უმრავლესობის ლიდერის განმარტებით, თუ ვინმეს სურს კანდიდატის დასახელება, პროცესი გახნილია.

„მოვიდნენ, დაასახელონ, დაასაბუთონ, ჩვენ მზად ვართ პარლამენტშიც და მთავრობაც მზად არის რომ ამასთან დაკავშირებით იმსჯელოს“ – განაცხადა თალაკვაძემ.

Facebook Comments Box
თეგები

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 2,770,673 ნახვა
%d bloggers like this: